კაცს, რომელიც თბილისში 51-ე სკოლის ჯებირს შეეჯახა, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას პოლიციელზე თავდასხმასხმას ედავებიან.გუშინ დაახლოებით 18:00 საათისთვის, ახალგაზრდა კაცი ავტომობილით დაეჯახა თბილისის ცენტრში მდებარე სკოლის რკინის ჯებირს, შემდეგ კი გაქცევა სცადა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სკოლასთან ბავშვები იმყოფებოდნენ. 51-ე სკოლასთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი, რომელსაც ორივე ხელში დანა ეჭირა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. პოლიციის მიახლოებისას მან რამდენჯერმე მოიქნია დანა. პოლიციამ მას სპეციალური საშუალება (ქაფი) შეასხა, ამ დროს კაცს ფეხი ყინულით დაფარულ ტროტუარზე აუსრიალდა და წაიქცა, სწორედ მაშინ დაიწყეს სამართალდამცველემა მისი დაკავება. მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.