ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა - Palitra News

ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა

2026-01-22 09:29:53+04:00

ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.