ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივია და საწყის ეტაპზე შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებზე გავრცელდება.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა მთლიანად მოსახლეობისთვისაც გაუქმებამდეს. ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მკაფიო პოლიტიკური სიგნალია და პასუხისმგებლობა სრულად მმართველ გუნდს ეკისრება.