მანისფესტაციების შესახებ კანონპროექტის გამკაცრების შესახებ წინააღმდეგ სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. სარჩელის თანახმად, სავადოდ არის გამხდარი რამდენიმე საკითხი მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ნეგატიური მოლოდინი აქვთ. მათი განცხადებით ომბუცმენის აპარატს ბოლო დროს მიღებუყლი კანონების წინააღმდეგ აქამდეც უნდა ემოქმედა და საზოგადოების მხარე დაეჭირა. ოპონენტების კრიტიკის საგანია საკონტიტუციო სასამართლოც, რომელიც მათივე შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ექვემდებარება.