საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მშობლების მოლოდინების მიუხედავად, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 159 პატიმარს შორის აქტივისტები არ აღმოჩნდნენ - Palitra News

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მშობლების მოლოდინების მიუხედავად, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 159 პატიმარს შორის აქტივისტები არ აღმოჩნდნენ

2026-01-21 20:32:01+04:00

1. საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების მშობლების მოლოდინების მიუხედავად, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 159 პატიმარს შორის აქტივისტები არ აღმოჩნდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას დემონსტრანტების გათავისუფლების შესახებ ცრუ განწყობების შექმნაში ადანაშაულებს და შეწყალების აქტის გამოქვეყნების გაჭიანურებას, ძალაუფლების დემონსტრაციად აფასებს. ოპონენტების თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქართული ოცნება კომპრომისზე წავა და ჰუმანურობას გამოიჩენს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, არსად დაანონსებულა, რომ შეწყალების აქტი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდათ. მმართველი პარტია აქტივისტების მშობლებისთვის ყალბი განწყობების შექმნაში ოპოზიციას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ კომიკურია საუბარი მოლოდინებზე იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს აქამდე არალეგიტიმურად მოიხსენიებდნენ.