გრიპთან მიმართებაში, წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის განმარტებით, სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“არაფერი უცნაური იმაში არაა, რომ ზამთრის სეზონზე გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის მაჩვენებლის გაზრდა, ეს ნორმალურია. ჩვენ ვაკვირდებით და ვუყურებთ მონაცემებს და ამ მონაცემებს სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ვადარებთ. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
ჯანდაცვის სექტორი მზადაა, რომ ამ გამოწვევას გაუძლოს. თუმცა, ამავდროულად, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას და სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვას”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.