სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ პირველი სხდომა გაიმართა - რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას" და რაში ხედავს გამოსავალს ოპოზიცია - Palitra News

სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ პირველი სხდომა გაიმართა - რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას" და რაში ხედავს გამოსავალს ოპოზიცია

2026-01-21 15:42:19+04:00

სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ პირველი სხდომა უკვე გამართა. საკოორდინაციო კომისია საკითხზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ამასობაში, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე საკითხის შესწავლას დეპუტატები საპარლამენტო დონეზეც დაიწყებენ. ორივე ფორმატში მომუშავე კომისიის მთავარი ამოცანა იქნება დაადგინოს რა არის პროდუქტების 70-80-90 პროცენტამდე ფასნამატის მიზეზი და გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება იმისთვის, რომ პროდუქტების ფასები საქართველოს მოხალეობისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და შეესაბაებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ რეალობას.