ომბუდმსენის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია. ოპოზიცია სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას მიესალმება, მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღებული კანონი ანტიდემოკრატიულია და უნდა გაუქმდეს, თუმცა მათ ნაკლებად აქვთ იმედი რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სამართლებრივ პროცესებში ჩართვის მზაობას გამოხატავენ "ქართულ ოცნებაში", თუმცა იქვე დასძენენ, რომ საქართველოს პარლამენტმა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, შესაბამისად მისი ანტიკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი არ არსებობს. რა განცხადებები ჟღერდება საკითხზე?