დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. „როიტერის“ ანონიმური წყაროს ცნობით, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ომის დასრულების „აშშ-ის გეგმას“ შეეხებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა მოლაპარაკებები „პოზიტიურად“ შეაფასა, ხოლო კირილ დმიტრიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის პირდაპირი მონაწილეა, პროგრესი არსებობს, თუმცა მშვიდობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.