კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ტანკერი „საგიტა“ „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს.
როგორც „როიტერი“ წერს, 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ეს უკვე მეშვიდე გემია, რომელიც ვენესუელურ ნავთობს გადაჰქონდა და აშშ-მა დააკავა.