სახალხო დამცველის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესთან დაკავშირებული ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

სახალხო დამცველის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესთან დაკავშირებული ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-21 12:12:11+04:00

პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა სახალხო დამცველის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესთან დაკავშირებული ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. როგორც ცნობილია, აღნიშნული სარჩელი ეხება, მათ შორის, სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ულტერნატივო პატიმრობასა და ჯარიმების ოდენობას. ომბუდსმენის ინფორმაციით, სადავოა ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც განმეორებით ქმედებაზე შეკრების მონაწილისა და ორგანიზატორისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. როგორ ეხმაურებიან ომბუდსმენის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მხარეები