ბარსელონასთან ახლოს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპული მატარებლის მძღოლია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მატარებელი გელიდასა და სანტ სადურნის შორის ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე ჩამოვარდნილ შემაკავებელ კედელს შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ბარსელონას გარეუბანში, გელიდაში, გაგზავნილია 20 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და 38 სახანძრო ჯგუფი.