აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით ისეთ გეგმას შეიმუშავებს, რომელიც ნატოსთვის მისაღები იქნება. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
ამასთან, საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპის განცხადებებისა და მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება დროებით შეაჩერა. გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული ტარიფების მუქარის გამო აშშ-სთან საკვანძო სავაჭრო შეთანხმების განხილვა გაყინეს.