უწყვეტი პროტესტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გუშინ მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ტრადიციულად, პარლამენტის წინ, ტროტუარზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტების მოთხოვნები კი უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.