ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარა შეცდომად შეაფასა - Palitra News

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარა შეცდომად შეაფასა

2026-01-20 20:30:36+04:00

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარა შეცდომად შეაფასა. მისი განცხადებით, ევროპამ უნდა გააძლიეროს დამოუკიდებლობა და აირჩიოს თავისუფალი ვაჭრობა ტარიფების ნაცვლად, პარტნიორობა — იზოლაციის ნაცვლად. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არქტიკის უსაფრთხოებაში ევროპასა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ. თემას გამოეხმაურა კაია კალასიც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-თან დაპირისპირებას არ აპირებს, თუმცა საკუთარ პოზიციებს დაიცავს.