სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

2026-01-20 20:28:38+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. უწყების ცნობით, ისინი უკვე იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულთა გათავისუფლების პროცესში გამოყენებული იყო ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. უწყება განმარტავს, რომ მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შეგნებულად თავს იკავებდა მათი ვინაობისა და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესი არ დაზიანებულიყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ არსებული პრაქტიკა მსგავს შემთხვევებში კონფიდენციალობის მნიშვნელობას ადასტურებს. უწყება აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება და სუს-ი აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.