მოძრაობა „სართული“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია სირიისა და ვენესუელას მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გაუქმება - Palitra News

მოძრაობა „სართული“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია სირიისა და ვენესუელას მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გაუქმება

2026-01-20 20:27:54+04:00

მოძრაობა „სართული“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია სირიისა და ვენესუელას მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გაუქმება. ორგანიზაციის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში აქტიური მუშაობა იგეგმება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

მოძრაობა „სართული“ საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამასთან, ორგანიზაცია გეგმავს მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებში ოფიციალური განცხადებების შეტანას.

მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერება.