მმართველი პარტია BBC-სგან დოკუმენტური ფილმის წაშლასა და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს - Palitra News

მმართველი პარტია BBC-სგან დოკუმენტური ფილმის წაშლასა და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს

2026-01-20 20:26:34+04:00

მმართველი პარტია BBC-სგან დოკუმენტური ფილმის წაშლასა და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ფილმში გავრცელებული ინფორმაცია მათ რეპუტაციას აზიანებს და ამასთან დაკავშირებით სამართლებრივ ნაბიჯებს განიხილავენ. ოპოზიციაში მმართველი პარტიის მოთხოვნებს არასერიოზულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით, 2024 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციების დაშლისას ხელისუფლებამ აკრძალული ნივთიერება გამოიყენა, რის გამოც არ ელიან, რომ ბრიტანული მაუწყებელი მმართველი პარტიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თავის მხრივ, მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ დავის პირველივე ეტაპზე დამთავრებას იმედოვნებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას განიხილავენ.