უახლოეს დღეებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, საპატიმროს დატოვებს - Palitra News

უახლოეს დღეებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, საპატიმროს დატოვებს

2026-01-20 20:25:11+04:00

უახლოეს დღეებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, საპატიმროს დატოვებს. ამავდროულად, ის ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებმაც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს, საერთო სტრატეგიის გარშემო კოორდინაციის გაძლიერებაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ პირობად უწყვეტი პროტესტის გაგრძელება მიაჩნიათ. მათი განმარტებით, კოორდინაცია არ გულისხმობს პარტიების ფორმალურ გაერთიანებას, არამედ საერთო იდეისა და მიზნების გარშემო ერთობლივ მოქმედებას. ამასთან, მმართველ გუნდში ოპოზიციის შანსებს მიზერულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური შესაძლებლობები სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.