მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, 29 იანვარს გამოცხადდეს.თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. მსჯავრდებულებიდან მცირე რეპლიკით ისარგებლეს ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რეზო კიკნაძემ. ყველა მათგანის პოზიცია ერთია - ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ძველი კვალიციკაციის დაბრუნებას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოცახდებას ითხოვს. რაც შეეხება თავდაპირველ განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და მათ 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.