მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა, თუმცა მათგან საპროტესტო აქციებზე დაკავებული არავინ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საპატიმროში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი დღეს მოინახულა მისმა ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა, რომელიც ქალთა კოლონიასთან გუშინდელი დილიდან იმყოფებოდა. აღნიშნული საკითხი კი პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელისუფლებო გუნდის ქმედებებს არაფერი აქვს საერთო ჰუმანურ აქტთან. „ქართულ ოცნებაში“ კი შეწყალების აქტის დაგვიანებას ტექნიკური საკითხების დაზუსტებას უკავშირებენ.