ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით და დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი თანხის კონფისკაცია - ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები. ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს, რაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ გუნდმაც უნდა აიღოს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს ორჯერ, უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნის ნდობა გამოუცხადა. ხელისუფლება კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაზე აქცენტირებს. მეტს მაგდა ბლუაშვილი გვიამბობს.