საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

2026-01-12 09:19:19+04:00

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა მონაცემთან შედარებით ორჯერ მეტია - ორგანიზაცია 203 გარდაცვლილზე საუბრობდა. უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, მონაცემების ასეთი მკვეთრი ზრდა ბოლო საათებში დაფიქსირდა.