საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება - Palitra News

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება

2026-01-07 20:26:12+04:00

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება. უწყება მზაობას გამოთქვამს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.. უწყების ცნობით, სისხლისსამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. განცხადების თანახმად, სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება