სურსათზე ფასების რეგულირება 2026 წელს, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად და იმისთვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა, ქსელურ მარკეტებს შორის, ე.წ კარტელური გარიგება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. შეფასებების მოსამზადებლად, გაზაფხულის სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება. დამტკიცებულია საკოორდინაციო კომისიაც, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელი, მათ შორის, სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძეა. კომისიას კი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.