ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს. დასკვნის მომზადების სავარაუდო თარიღად 2026 წლის მარტია მითითებული. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ დოკუმენტი კრიტიკული იქნება. როგორც ამბობენ, მიუხედავად, ნეგატიური შეფასებებისა, მმართველ გუნდს არც ამჯერად ექნება მზაობა, ვენეციის კომისიის რეგულაციები შეასრულოს, რაც მათივე შეფასებით, ქვეყნის დასავლურ იზოლაციას, კიდევ უფრო გაამწვავებს.