უამინდობა საქართველოში - თოვლმა საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალვები და შეზღუდვები დაწესებულია კურორტ გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზეც.