სუს-მა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა - ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი. საუბარია, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასა და თაღლითობაში დახმარებაზე. კიდევ ერთი საქმე კი - ყალბი ვალუტის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტს ეხება. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.