მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს - Palitra News

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს

2025-12-25 10:05:45+04:00

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს. უფლებადამცველები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დარჩა.

ამჯერად ადვოკატები ითხოვენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ, ამაღლობელის მიმართ 2025 წლის 18 ნოემბრის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდეს და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგეს.

ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით და მზია ამაღლობელს სასამართლო პროცესში ჩართვის საშუალება მისცენ.