აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა უკრაინის დელეგაციასთან და ინდივიდუალურ დონეზე რუსულ მხარესთ გრძელდება. მაიამიში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრაც გაიმართა.მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდნენ. პარალელურად, ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების გამართა.