რა ნივთიერება იყო გარეული გასული წლის საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში - კითხვაზე პასუხის გასაცემად ოპოზიცია და არასამთავრებო ორგანიზაციის ნაწილი კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების საფუძველზე ე.წ კამიტისა და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენება უარყო, "ქართული ოცნების" ოპონენტებს მაინც აქვთ ეჭვი, რომ ბიბისის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა სიმართლეს შეესაბამებოდეს. "ქართული ოცნებისთვის" საკითხი ამოწურულია, ოპოზიციისთვის კი საკითხის ობიექტური გამოძიება როგორც ჩანს არც დაწყებულა.