ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” ახალი დასახლების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა - Palitra News

ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” ახალი დასახლების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა

2025-12-22 09:19:51+04:00

ისრაელის “უსაფრთხოების კაბინეტმა” ახალი დასახლების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრის ოფისის განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით ბოლო სამი წლის განმავლობაში დამტკიცებული დასახლებების საერთო რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. ბოლო გადაწყვეტილების მიღება გაეროს განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, დასავლეთ ნაპირზე ისრაელის დასახლებების გაფართოების კუთხით, - ყველა ობიექტი საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება.