უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა - ამის ფონზე შესაძლოა თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების კუთხით საფრთხე შეექმნას? გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე ქართველი პოლიტიკური მხარეები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო რისკები რეალურია. სახელისუფლებო გუნდში კი მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. შეფასებებზე ვრცლად მაშო დიასამიძე ისაუბრებს.