ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა

2025-12-18 15:29:10+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.