გიტანას ნაუსედა - სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება - Palitra News

გიტანას ნაუსედა - სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება

2025-12-18 15:27:46+04:00

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ამდენად, ევროპელი ლიდერები საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ. გუშინ მათ შორის ევროკავშირის საბჭოს მიერ გაფართოების შესახებ მომზადებულ დასვკნებში ნათქვამი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ევროკავშირის საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. რას პასუხობენ კრიტიკას საქართველოში?