თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების საქმის განხილვა მიმდინარეობს - რა ეტაპზეა სამართალწარმოება? - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების საქმის განხილვა მიმდინარეობს - რა ეტაპზეა სამართალწარმოება?

2025-12-18 15:06:49+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას 4 ოქტომბერის მოვლენების დროს "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერის ჩანაწერი აქვს ამოღებული, სადაც საკრებულოს წინ, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ათონელის სასახელსთან განვითარებული მოვლენებია აღბეჭდილი. სხდომას პაატა ბურჭულაძის გარდა ყველა ყველა ბრალდებული ესწრება. ამ დრომდე დარბაზში მყოფ არც ერთ ბრალდებულ პოლიტიკოსს სიტყვის უფლებით არ უსარგებალია. რა ეტაპზეა სამართალწარმოება?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების საქმის განხილვა მიმდინარეობს - რა ეტაპზეა სამართალწარმოება?