საქართველოში მიწისძვრა მოხდა - Palitra News

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2025-12-18 13:39:22+04:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 13:26 საათზე, თბილისიდან 5 კილომეტრში, სოფელ ძეგვიდან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდი იყო.