ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ბადალონაში ყოფილი სკოლის შენობიდან ასობით მიგრანტი გაასახლა. შენობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო მიგრანტების მიერ, ბადალონას მერის, ხავიერ გარსია ალბიოლის ბრძანებით გაათავისუფლეს. ალბიოლი კონსერვატიული ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ წევრია, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პოზიციას იზიარებს, ვიდრე ესპანეთის მემარცხენე მთავრობა. გასახლების დროს პოლიციას, აქტივისტებისა და მიგრანტების ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა, თუმცა მიგრანტების უმრავლესობამ შენობა მშვიდობიანად დატოვა. ალბიოლი თავის გადაწყვეტილებას უკანონობასთან და დანაშაულთან ბრძოლის საჭიროებით ხსნის, რომელსაც ის ხშირად არალეგალურ მიგრაციას უკავშირებს. უფლებადამცველები ხელისუფლებას გასახლებული დაახლოებით 400 მიგრანტის თავშესაფრით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.