ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ - Palitra News

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ

2025-12-18 12:42:28+04:00

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ. ბლოკის ინფორმაციით, ლიდერები ისაუბრენენ უკრაინაზე, მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, გაფართოებაზე და ევროკავშირში არსებულ გეოეკონომიკურ სიტუაციაზე. დღის წესრიგში ასევე შედის ახლო აღმოსავლეთის, ევროპის თავდაცვისა და მიგრაციის საკითხები. ლიდერები განიხილავენ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და საკითხებს, რომლებიც ევროკავშირისგან სასწრაფო ქმედებას მოითხოვს. შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიების მიცემაზე და ქვეყანაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ამ კონტექსტში, ლიდერები შეაფასებენ, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის მოლაპარაკების პოზიცია, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელონ ევროპის ინტერესების დაცვა. ბლოკის გაფართოების საკითხზე მსჯელობისას, ევროკავშირის ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ.