ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025- ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ რიგით მეხუთე აგროოლიმპიადის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ 36 გამარჯვებულს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში მამუკა მესხმა და გაეროს მუდმივმა კოორდიტორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა გადასცეს. დაჯილდოების ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა აგრარული განათლების მნიშვნელობაზე, კვალიფიციური კადრების მხარდაჭერასა და დეფიციტური პროფესიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით აგრარული ოლიმპიადის როლზე.