დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილო სკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა – დამატებით 12-ი სკანერი იზოლატორის ადმინისტრაციას საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა გადასცა. აღნიშნული სკანერების მეშვეობით, მყისიერად ხდება იზოლატორში შეყვანილი პირის დაქტილოსკოპირება და ხელის კვალის ნიმუშების საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ ერთიან ბაზაში განთავსება. თითის ანაბეჭდების ბაზების შესაქმნელად და ანაბეჭდების იდენტიფიცირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დანერგილია, ავტომატური საძიებო-საიდენტიფიკაციო სისტემა, რომელიც გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა.