თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა - Palitra News

თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა

2025-12-18 12:39:40+04:00

თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე მოეწყო. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლონ ⁠ჯარიმების გადახდა, ⁠გასაჩივრება, ⁠112-ის საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ⁠ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, ⁠არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიახლე მიზნად ისახავს საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.