თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას 4 ოქტომბერის მოვლენების დროს "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერის ჩანაწერი აქვს ამოღებული, სადაც საკრებულოს წინ, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ათონელის სასახელსთან განვითარებული მოვლენებია აღბეჭდილი. სხდომას პაატა ბურჭულაძის გარდა ყველა ყველა ბრალდებული ესწრება.