ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული დავით ასანიძეა.
დაკავების მომენტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
პოლიციამ მომიტინგეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.