პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება - Palitra News

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2025-12-17 17:22:21+04:00

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.

გადაწყვეტილება 78 ხმით (1 - წინააღმდეგი) მიიღეს.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა “ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.