ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.
მისი თქმით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.