19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება, 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება - Palitra News

19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება, 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება

2025-12-14 10:44:11+04:00

მომავალ კვირას - 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო - საკომიტეტო კვირაა, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით, ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ 16-17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.