განათლების სამინისტრო მომავალი კვირიდან, ახალი რეფორმის თაობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს - Palitra News

განათლების სამინისტრო მომავალი კვირიდან, ახალი რეფორმის თაობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს

2025-12-10 12:03:13+04:00

განათლების სამინისტრო მომავალი კვირიდან, ახალი რეფორმის თაობაზე 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს. უწყების მიზანია გაეცნონ ხედვებს და მიიღონ პასუხები კითხვებზე: რომელია სახელმწიფო სასწავლებისთვის კლასიკური მიმართულებები?!... მანამდე უმაღლესი განათლების რეფორმის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. ქართული ოცნების წარმომადგენლები რეფორმას უპრეცენდენტოს უწოდებენ და ყურადღებას იმ ცვლილებაზე ამახვილებენ, რომლის მიხედვითაც, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო გახდება. ხელისუფლების ოპონენტები და განათლების ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ უფასო განათლებაზე აქცენტირება მანიპულაციაა, რადგან მათივე შეფასებით, ქართული ოცნების ამოცანაა - მოკლე დროში ბიზნეს სექტორს იაფი, დავალკვალიფიცური მუშახელი მიაწოდოს.