თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კომპიუტერული წიგნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა - Palitra News

თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კომპიუტერული წიგნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა

2025-12-04 10:14:02+04:00

კომპიუტერული წიგნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. საქართველო-იტალიის ინოვაციების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მთავარი მიზანი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის პოპულარიზება იყო. სპიკერებმა - უნივერსიტეტის რექტორმა, იტალიის ელჩმა საქართველოში და სხვებმა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების გამოცდილებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.