აშშ-მა და უკრაინამ ამერიკის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს - იგეგმება თუ არა მხარეების შეხვედრა - Palitra News

აშშ-მა და უკრაინამ ამერიკის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს - იგეგმება თუ არა მხარეების შეხვედრა

2025-11-26 12:48:41+04:00

აშშ-მა და უკრაინამ ამერიკის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა უთანხმოებები კვლავ არსებობს და საბოლოო ტექსტი შეთანხმებული არ არის.მედიის ინფორმაციით, კიევი და ვაშინგტონი „სამშვიდობო გეგმის“, სულ მცირე, სამ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც „სიენენი“ იუწყება, უთანხმოება ეხება მგრძნობიარე საკითხს როგორიცაა ტერიტორიული დათმობა, კერძოდ, აშშ-ის წინადადებას, რუსეთს გადაეცეს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მას არ აუღია. მეორე საკითხი ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 600 ათასამდე შეზღუდვის წინადადებას. მესამე საკითხი, რომელზეც კონსენსუსი არ არის მიღწეული, ეხება უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობაზე უარის თქმის თემას. იგეგმება თუ არა მხარეების შეხვედრა და რა სიახლეებია ამ თემის გარშემო.